პარიზში შრომის დღესთან დაკავშირებულ აქციაზე 200 ადამიანი დააკავეს
პარიზში შრომის დღესთან დაკავშირებულ აქციაზე 200 ადამიანი დააკავეს

პარიზში შრომის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე 200 ადამიანი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოებას 7400 სამართალდამცველი იცავს.

პირველი შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მონპარნასის რკინიგზის სადგურთან მოხდა. მომიტინგეებმა დააზიანეს რამდენიმე ავტომობილი. სამართალდმცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, არის რამდენიმე დაშავებული.

წელს პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ საპირველმაისო მსვლელობას „ყვითელჟილეტიანთა“ მოძრაობაც შეუერთდა. საფრანგეთის ხელისუფლებამ აქციამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ აქციაში მონაწილეობას ორი ათასამდე რადიკალი აქტივისტი გეგმავდა.