პარიზში „შარლი ებდოს“ 17 თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებულების მოსმენა დაიწყო
პარიზში „შარლი ებდოს“ 17 თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებულების მოსმენა დაიწყო

პარიზში ფრანგული სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“  17 თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული 14 პირის მოსმენა დაიწყო. მათ 9 იანვარს პარიზში კოშერულ მარკეტზე თავდასხმაშიც ედებათ ბრალი.

„გარდიანის“ ინფორმაციით, მოსმენები 49 დღეს გასტანს. მოუსმენენ 144 მოწმეს, 14 ექსპერტ მოწმეს და 200 დაინტერესებულ პირს, ძირითადად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

2015 წლის 7 იანვარს „შარლი ებდოს“ რედაქციაში ორი ტერორისტი, ძმები- შარიფ და საიდ კუაშები შეიჭრნენ, რომლებმაც რედაქციის ცხრა და დაცვის ორი თანამშრომელი მოკლეს. 8 იანვარს ამედი კულიბალიმ პარიზში ერთი პოლიციელი მოკლა, ხოლო 24 საათის შემდეგ კულიბალი პარიზის ერთ-ერთ კოშერულ მაღაზიაში შეიჭრა და ოთხი ებრაელი მოკლა.

დატოვე კომენტარი