პარიზში სასწრაფო დახმარების ასობით მანქანამ ერთ-ერთი მაგისტრალი გადაკეტა
პარიზში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ასობით მანქანამ ერთ-ერთი მაგისტრალი გადაკეტა.
ამგავრად სასწრაფო დახმარების თანამშრომლები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმას აპროტესტებენ.
დემონსტრაციაში 2000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
სასწრაფო დამხარების ავტომობილებს ბლოკირებული ჰქონდათ პარიზში ავტომაგისტრალი A4.
მოგვიანებით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს.
დემონსტრანტები უკმაყოფილოები არიან პაციენტთა ტრანსპორტირების დაფინანსების სისტემის ცვლილებით.
1-ლი ოქტომბრიდან განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საფრანგეთში პაციენტებს აღარ შეუძლიათ, თავად აირჩიონ სასწრაფო სამედიცინო მომსახურების კომპანია. ამის ნაცვლად, საავადმყოფოები მიიღებენ გარკვეულ ბიუჯეტს პაციენტების ტრანსპორტირებისთვის.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სამედიცინო დაწესებულებები უფრო იაფი მომსახურების მქონე კომპანიებს მიმართავენ, რაც მცირე კომპანიებს დააზარალებს, რომლებიც მსხვილ კომპანიებს მომსახურების ფასში კონკურენციას ვერ გაუწევენ.