პარიზში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე 16 პირი დააკავეს
პარიზში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე 16 პირი დააკავეს

პარიზში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაცია სამართალდამცველებმა დაშალეს. დაკავებულია სულ მცირე 16 აქტივისტი. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

დემონსტრაციები დედაქალაქის გარდა, ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებში გაიმართა. მათ შორის მარსელში, ბორდოსა და რენში.

განახლებულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა ტრანსპორტით გადაადგილება.

​ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა უკვე 36-ე დღეა, გრძელდება. უკმაყოფილება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულმა საპენსიო რეფორმამ გამოიწვია, რომელიც უნივერსალური საპენსიო სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.