პარიზში სამართალდამცველებმა მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს
პარიზში სამართალდამცველებმა მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს

პარიზში სამართალდამცველებმა მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს და თავდამსხმელები დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე დაადასტურა.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შესახებ ჟერარ კოლონმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

რამდენიმე საათის წინ პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, კერძოდ, მეათე მუნიციპალურ ოლქში უცნობი მამაკაცი ერთ-ერთ ოფისში შეიჭრა და მძევლად მინიმუმ ორი ადამიანი აიყვანა. მათ შორის ერთი ორსული ქალი იყო.

ადგილობრივი მედია ავრცელებდა ცნობას, რომ ეჭვმიტანილი საფრანგეთში არსებულ ირანის საელჩოსთან დაკავშირებას და ელჩთან შეხვედრას ითხოვდა.

თავდასხმის ოფიციალური მოტივი ჯერ უცნობია, თუმცა პარიზის პოლიცია ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს.