პარიზში რასიზმისა და პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო აქციაზე ხუთი პირი დააკავეს

10:50, 21.06.2020

პარიზის პოლიციამ რასიზმისა და პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო აქციის ხუთი მონაწილე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. 52 დემონსტრანტს სამართალდამცვაებმა სიტყვიერად გააფრთხილეს.

საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. 1000-მდე ადამიანი რასიზმს აპროტესტებდა. აქტივისტები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. პარალელურად, კიდევ ერთი დემონსტრაციის მონაწილეებმა საფრანგეთში მყოფი არალეგალი მიგრანტებისთვის ქვეყანაში ბინადრობის უფლების მინიჭება და ლტოლვილების დროებითი განთავსების ცენტრების დახურვა მოითხოვეს.

მსგავსი