პარიზში პროპალესტინელმა აქტივისტებმა ისრაელის სიმფონიური ორკესტრის კონცერტის ჩაშლა სცადეს, დაკავებულია ოთხი პირი
პარიზში პროპალესტინელმა აქტივისტებმა ისრაელის სიმფონიური ორკესტრის კონცერტის ჩაშლა სცადეს, დაკავებულია ოთხი პირი

პარიზში პროპალესტინელმა აქტივისტებმა ისრაელის სიმფონიური ორკესტრის კონცერტის ჩაშლა სცადეს. დაკავებულია ოთხი  ადამიანი. პარიზის პროკურატურის ცნობით, დაკავებულთაგან სამი ქალი და ერთი მამაკაცია.

როგორც „როიტერი“ წერს, პროპალესტინელი აქტივისტების ჯგუფი პარიზის ჩრდილოეთით მდებარე საკონცერტო დარბაზში, La Philharmonie-ში შეიჭრა. მათ ხელში ეჭირათ მაშხალები, სკანდირებდნენ პალესტინელთა მხარდამჭერ ლოზუნგებს და ხელს უშლიდნენ კონცერტის ჩატარებას.

როგორც მედია იუწყება, არეულობის მიუხედავად, კონცერტი მაინც ჩატარდა.

აღნიშნულს გამოეხმაურა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნეზი და სამართალდამცველებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მკაცრად ვგმობ გუშინ ღამით, პარიზში კონცერტის დროს ჩადენილ ქმედებებს. ამას ვერაფერი გაამართლებს“, – განაცხადა ნუნეზმა.