პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრელმსადენი აირი გამოიყენა
პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრელმსადენი აირი გამოიყენა

პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრელმსადენი აირი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გაფიცვის 42-ე დღეს აქტივისტები საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონთან დამაკავშირებელი გზის დაბლოკვას ცდილობდნენ, რის გამოც სამართალდამცველებმა რამდენიმე ათეული აქტივისტი ძალის გამოყენებით დაშალეს.

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა უკვე 42-ე დღეა, გრძელდება. უკმაყოფილება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულმა საპენსიო რეფორმამ გამოიწვია, რომელიც უნივერსალური საპენსიო სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

ახალი საპენსიო სისტემის თანახმად, საპენსიო ასაკი 62-ის ნაცვლად 64 წელი გახდება. ამასთან, გაუქმდება ე.წ. განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც დასაქმებულის გარკვეულ ნაწილს პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლის შესაძლებლობას აძლევდა.

ქვეყნის პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაფიცვა მანამ გაგრძელდება, ვიდრე პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას არ გაიწვევს.

დატოვე კომენტარი