პარიზში, მონმარტრზე შეკრებილი მოქალაქეები პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა

20:01, 13.05.2020

ფრანგმა სამართალდამცველებმა სოციალური დისტანციის შენარჩუნების მიზნით მონმარტრის ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს. პარიზის მცხოვრებელთა ნაწილი ორთვიანი საკარანტინო ზომების შემსუბუქებას საკრე-კიორის ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის მიღებით აღნიშნავდა.

ქვეყანაში ამ დრომდე ძალაში რჩება 10 ადამიანზე მეტის შეკრებაზე აკრძალვა. უფრო მცირერიცხოვან ჯგუფებს კი, ერთმანეთისგან ორმეტრიანი დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ.

საფრანგეთმა დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების პროცესი ორშაბათიდან, 11 მაისიდან დაიწყო.

მსგავსი