პარიზში მოძრაობა ყვითელჟილეტიანების დემონსტრაცია აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა
პარიზში მოძრაობა ყვითელჟილეტიანების დემონსტრაცია აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა

პარიზში მოძრაობა ყვითელჟილეტიანების დემონსტრაცია კვლავ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.

დილის საათებში ტრიუმფალურ თაღთან რამდენიმე ათასი პირი შეიკრიბა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აქტივისტები პოლიციელებს თავს ესხმოდნენ. მათ რამდენიმე ადგილას ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.

საპასუხოდ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციები საფრანგეთში ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. თავდაპირველად აქტივისტები საწვავზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. რის შემდეგაც ხელისუფლებამ ვითარების გამოსწორებისთვის შესაბამისი ზომები მიიღო. ამის მიუხედავად აქტივისტები ყოველ უქმე დღეს დემონსტრაციებს მაინც მართავენ.

საფრანგეთის დედაქალაქში დემონსტრაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღეს ყივთელჟილეტიანების რიგით მეთვრამეტე გამოსვლაა.