პარიზში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

20:07, 12.12.2020

პარიზში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 81 დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.

საფრანგეთის მოქალაქეების ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნებას კრძალავს.

საფრანგეთში მესამე კვირაა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მსგავსი