პარიზში, ჩრდილოეთის სადგურზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

14:00, 11.01.2023

პარიზში, ჩრდილოეთის სადგურზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

უცნობი მამაკაცი ცივი იარაღით გამვლელებს დაესხა თავს, თუმცა მოტივი ამ დრომდე უცნობია.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა სროლის შედეგად გაანეიტრალეს. ის მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსგავსი