პარიზელებმა ყველგანმავალი სპორტული ავტომობილების პარკირებაზე გადასახადის გაზრდას დაუჭირეს მხარი
პარიზელებმა ყველგანმავალი სპორტული ავტომობილების პარკირებაზე გადასახადის გაზრდას დაუჭირეს მხარი

პარიზელებმა რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს ყველგანმავალი სპორტული ავტომობილების პარკირებაზე გადასახადის სამჯერ გაზრდას. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

რეფერენდუმი მემარცხენე ძალებისა და ეკოლოგების ინიციატივით გაიმართა, რომლებიც მხარს უჭერენ პარიზის სოციალისტ მერს, ანა იდალგოს. ხმის მიცემის შედეგად, პარიზელების 54,6%-ზე მეტმა დიდი ზომის ავტომობილების პარკირებაზე გადასახადის გაზრდას მხარი დაუჭირა, თუმცა რეფერენდუმზე აქტივობა ძალიან დაბალი იყო და 5,7 პროცენტი შეადგინა.

ახალი გეგმის მიხედვით, პარიზის ცენტრალურ უბნებში ყველგანმავალი სპორტული ავტომობილის ექვსი საათით გაჩერება, 75 ევროს ნაცვლად, 225 ევრო ეღირება.

„ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს“ მონაცემებით, ყველგანმავალი სპორტული ავტომობილები, მსუბუქ მანქანებთან შედარებით, ჰაერს, საშუალოდ, 20%-ით მეტად აბინძურებენ.