პარიზში აფეთქებისას გარდაცვლილთა რაოდენობა დაზუსტდა

18:17, 12.01.2019

პარიზში აფეთქებისას გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია დაზუსტდა.

პარიზის პროკურორის განცხადებით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი. მანამდე კი, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთხი დაღუპულის შესახებ განაცხადა.

‎ამასთან, ცნობილია, რომ აფეთქების დროს 37 ადამიანი დაშავდა, 10 კრიტიკულ მდგომარეობაშია. მათ შორის არიან მეხანძრეებიც.

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუა დე ტრევიზის ქუჩაზე აფეთქება დღეს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება საცხობში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურში აფეთქებამდე შევიდა.

მსგავსი