პარიზში აფეთქებისას დაშავებული 12 პირი კრიტიკულ მდგომარეობაშია
პარიზში აფეთქებისას დაშავებული 12 პირი კრიტიკულ მდგომარეობაშია

პარიზში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან 12 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მათგან სამი მეხანძრეა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

საერთო ჯამში, პარიზის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქებისას 20-ზე მეტი პირი დაშავდა.

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუა დე ტრევიზის ქუჩაზე აფეთქება დღეს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქება საცხობში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოეკიდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა საცხობთან ახლოს მდგომი რამდენიმე ავტომობილი და მიმდებარე შენობები.

პოლიცია მოსახლეობას შემთხვევის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.