პარიზში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, მათგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია

22:10, 21.06.2023

პარიზში ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, მათგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო ორი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ინფორმაციას france 24 ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, აფეთქების შემდეგ ახლომდებარე სახლებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს, საღამოს საფრანგეთის დედაქალაქის მეხუთე ოლქში მოხდა. აფეთქების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი