პარიზში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია [ფოტო/ვიდეო]

პარიზში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების დროს შენობა ნაწილობრივ ჩამონგრა და ცეცხლი მოეკიდა. დაზიანდა რამდენიმე ახლომდებარე ავტომობილი. ადგილობრივი მედია თვითმხილველების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ არიან დაშავებულებიც.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი პარიზის ცენტრალურ ნაწილში, რუა დე ტრევიზის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე 140-ზე მეტი მეხანძრე არის მობილიზებული.