პარიზში ​ყვითელჟილეტიანების აქციაზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა
პარიზში ​ყვითელჟილეტიანების აქციაზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

საფრანგეთის დედაქალაქთან ერთად, ე.წ. ყვითელი ჟილეტების მოძრაობის აქციები სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები უკვე მეცამეტე კვირაა იმართება. აქტივისტები თავდაპირველად საწვავის გაძვირებას  აპროტესტებდნენ, მოგვიანებით მათი მოთხოვნები გაფართოვდა. აქციები ხშირან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებით სრულდება. ამ დროის განმავლობაში არეულობების დროს 1700 აქტივისტი და 1000 სამართალდამცველი დაშავდა.