პარიზის ტერაქტის მთავარმა ბრალდებულმა დუმილი დაარღვია
პარიზის ტერაქტის მთავარმა ბრალდებულმა დუმილი დაარღვია

პარიზის ტერაქტის მთავარმა ბრალდებულმა, სალაჰ აბდესლამმა დუმილი დაარღვია და წლების განმავლობაში პირველად დათანხმდა ჩვენების მიცემას.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სალაჰ აბდესლამი მოსამართლის შეკითხვებს რამდენიმე წუთის განმავლობაში პასუხობდა.

გავრცელებული ცნობით, დაკითხვის დროს მან განაცხადა, რომ არასდროს უთხოვია დახმარება და დაურეკავს ალი ულკადისთან, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, აბდესლამს ტერაქტიდან ერთი დღის შემდეგ გაქცევაში ეხმარებოდა.

2015 წლის 13 ნოემბრის ღამეს ტერორისტების სამმა დაჯგუფებამ პარიზში თავდასხმა მოაწყო. ტერაქტებს 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 350-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმის დროს აბდესლამი საფრანგეთში იმყოფებოდა, ტერაქტის შემდეგ კი ბელგიაში დაბრუნდა. გამოძიების ინფორმაციით, ტერაქტის დროს მას შაჰიდის ქამარი ეკეთა, რომელიც არ აფეთქდა.