პარიზის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს
პარიზის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს

პარიზის 2015 წლის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი ბელგიის სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. აბდესლამმა სასამართლოში განაცხადა, რომ შეკითხვებს არ უპასუხებს.

„ჩემი დუმილი არ ნიშნავს, რომ დამნაშავე ვარ, ეს ჩემი თავდაცვაა. მე თქვენი და თქვენი მოკავშირეების არ მეშინია“, – თქვა ეჭვმიტანილმა.

აბდესლამის განცხადებით, მუსლიმებს უმოწყალოდ ასამართლებენ და ნდობას მხოლოდ ალაჰსა და მოციქულ მუჰამედს უცხადებს. სალაჰ აბდესლამმა მოსამართლეებს მოუწოდა საქმის განხილვისას „სამეცნიერო და რეალური“ მტკიცებულებები გამოიყენონ.

პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილ აბდესლამს ბრალი ბელგიის პოლიციისთვის შეირაღებული წინააღმდეგობის გაწევისთვის აქვს წარდგენილი.