„პარიზის სპაიდერმენი“ – არალეგალმა მიგრანტმა ბავშვი გადაარჩინა [ვიდეო]
არალეგალმა მიგრანტმა პარიზის ერთ-ერთი შენობის აივანზე ბავშვი გადაარჩინა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ სწრაფად ავიდა შენობის ფასადზე ახალგაზრდა მამაკაცი. ბავშვი მე-4 სართულის აივანზე, გარედან იყო ჩამოკიდებული.
22 წლის მალელი მიგრანტი მამოუდუ გასამას გამოჩენილი სიმამაცისთვის საფრანგეთის პრეზიდენტი შეხვდება.
„როდესაც ბავშვი გადავარჩინე, შეშინებული ვიყავი. ოთახში რომ შევედი, კანკალი დავიწყე და ვეღარ ვდგებოდი“, – განაცხადა გასამამ.
ბავშვის გადარჩენის შემდეგ, მალელ მიგრანტს პარიზის მერმა დაურეკა და გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა. წინასწარი გამოძიების მიხედვით, ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა.
Les héros ne portent pas de cap. 👏👏 #Paris pic.twitter.com/QrOn3YB4Q7
— •NubiΔΠ• (@Adil__Brown) 27 May 2018