პარიზის სინემატეკში მიხეილ კობახიძის ფილმებს აჩვენებენ
პარიზის სინემატეკში მიხეილ კობახიძის ფილმებს აჩვენებენ

პარიზის სინემატეკში მიხეილ კობახიძის ფილმებს აჩვენებენ. შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე გადაღებული ფილმების გარდა, საიუბილეო კინოჩვენებებზე, რომელიც მიხეილ კობახიძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება, ნაჩვენები იქნება რეჟისორის ცნობილი ფილმები „ქორწილი“, „ქოლგა“, „მუსიკოსები“ და სხვ.

რეტროსპექტივის ფარგლებში, რეჟისორ მიხეილ კობახიძეზე გადაღებულ ახალ დოკუმენტურ ფილმსაც აჩვენებენ, რომლის რეჟისორი ლაშა ოთხმეზურია. დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირი მიხეილ კობახიძეა, რომელიც მაყურებელს საკუთარი შემოქმედების შესახებ უამბობს. „დაკარგული რვანახევარი“, ასე ჰქვია ფილმს, რომელიც მოგვითხრობს გასული საუკუნის 60 იანი წლების გამორჩეული რეჟისორის ექვს კინონოველაზე, რომელიც კობახიძემ ცხოვრების მანძილზე გადაიღო.

მიხეილ კობახიძის საიუბილეო საღამო 19 ივნისს გაიმართება.