პარიზის სააპელაციო სასამართლო მარინ ლე პენის საქმეზე 7 ივლისს მიიღებს გადაწყვეტილებას
Rassemblement National (RN) far right partys presidential candidate Marine Le Pen delivers a speech during a campaign meeting in Saint-Martin-Lacaussade, on March 25, 2022. (Photo by ROMAIN PERROCHEAU / AFP) (Photo by ROMAIN PERROCHEAU/AFP via Getty Images)
პარიზის სააპელაციო სასამართლო ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის საქმეზე გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს.
სწორედ ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა მომავალ წელს ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
გასული წლის მარტში, სასამართლო დადგენილებით, მარინ ლე პენს ხუთი წლის ვადით შეეზღუდა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება მას შემდეგ, რაც ლე პენი და კიდევ რვა დეპუტატი დამნაშავედ ცნეს ევროკავშირის ფონდებიდან 4 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის თანხის მითვისებაში.
ამის შემდეგ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაიწყო. სასამართლო წინა ინსტანციის დადგენილებას თუ გააუქმებს ან შეამცირებს შეზღუდვის ვადებს, მარინ ლე პენი უფლებამოსილი გახდება, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში.
სარჩელის არდაკმაყოფილების შემთხვევაში მარინ ლე პენს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დადგენილების გასაჩივრების უფლება საკასაციო სასამართლოში ექნება.