პარიზის პროკურორი – საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მაღალია

13:31, 23.01.2018

საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მაღალია – ეს განცხადება პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა რადიოსადგურ RTL თან ინტერვიუში გააკეთა.

„ვერ ვიტყვი, რომ საფრთხე შემცირდა. მიმაჩნია, რომ ტერაქტების საფრთხე კვლავ მაღალია“, – განაცხადა პროკურორმა.

რამდენიმე დღის წინ, ტერორიზმის ცენტრის კვლევაც გამოქვეყნდა. მონაცემების მიხედვით, 2017 წელს ევროპაში ტერორისტული თავდასხმების მცდელობა 2016 წელთან შედარებით, საგრძნობლადაა გაზრდილი.

მსგავსი