პარიზის პანთეონი მიგრანტებმა რამდენიმე საათით დაიკავეს
პარიზის პანთეონი მიგრანტებმა რამდენიმე საათით დაიკავეს

პარიზის პანთეონი მიგრანტებმა რამდენიმე საათით დაიკავეს. ასობით პირი ხელისუფლებისგან ქვეყანაში ცხოვრების ოფიციალური ნებართვის და ადეკვატური საცხოვრებელი პირობების მიღებას ითხოვდნენ.

არალეგალების აქტივობის გამო პარიზის პანთეონი რამდენიმე საათით ტურისტებისთვის დახურული იყო.

რამდენიმე საათის შემდეგ კი სამართალდამცველებმა პანთეონის არალეგალი მიგრანტებისგან დაცლა მოახერხეს, თუმცა მათ დემონსტრაციაში ღია ცის ქვეშ განაგრძეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, არალეგალი მიგრანტების დემონსტრაცია ადგილობრივმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, „შავმა ჟილეტებმა“ მოაწყო, რომელიც ბოლო თვეებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქციებს სულ უფრო ხშირად მართავს.