პარიზის მერმა ქალაქში პოლიციელების რიცხვის გაზრდა მოითხოვა
პარიზის მერმა ქალაქში პოლიციელების რიცხვის გაზრდა მოითხოვა

პარიზის მერმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს დედაქალაქში პოლიციელების რიცხვის გაზრდა სთხოვა. შესაბამისი წინადადებით ანა იდალგო მას შემდეგ გამოვიდა, რაც პარიზის მე-19 უბანში შვიდი გამვლელი დანით დაჭრეს.

პარიზის მერის განცხადება Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა. იდალგო აცხადებს, რომ საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში პოლიციელთა რიცხვის გაზრდას მოქალაქეები ითხოვენ და მათი სურვილი უნდა დაკმაყოფილდეს. ამას გარდა, იდალგო ამბობს, რომ პარიზის მე-19 უბანში ხვალიდან მოქალაქეების ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრიც გაიხსნება.

პარიზის ჩრდილოეთით მდებარე უბანში გუშინ დანით დაჭრილი შვიდი ადამიანიდან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ავღანელი ახალგაზრდა მამაკაცი. გამოძიება აცხადებს, რომ ტერაქტის ვერსია არ განიხილება.