პარიზის მერია მოსახლეობასა და ბიზნესობიექტებს მოუწოდებს, ნაგვის ურნები, ველოსიპედები, ეზოს ინვენტარი შენობაში შეიტანონ, რათა აქტივისტებმა მსგავსი ნივთები ბარიკადებად არ გამოიყენონ

18:49, 22.10.2026

პარიზის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, შაბათს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს „უკიდურესი სიფრთხილე“ გამოიჩინონ.

„ხუთშაბათიდან დაწყებული, ქალაქი საზოგადოებრივ ადგილებში რამდენიმე პრევენციულ ზომას იღებს, შაბათ-კვირას მუნიციპალური პერსონალის განლაგებას აძლიერებს და მოსახლეობას და მაღაზიების მეპატრონეებს სიფრთხილის რამდენიმე მარტივი ზომის მიღებისკენ მოუწოდებს“, – განაცხადა მერიამ.

ამასთან, მერია მოქალაქეებს და ბიზნესობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, შაბათს შუადღიდან ნაგვის ურნები, ველოსიპედები და ეზოს ინვენტარი შენობაში შეიტანონ. მერიის განცხადებით, შესაძლებელია მსგავსი ნივთები აქტივისტებმა ზიანის მისაყენებლად, ბარიკადების აღსამართად და ბარიერების შესაქმნელად გამოიყენონ.

ფრანგული მედია წერს, რომ შაბათ-კვირას დაწყებული არეულობის დროს პარიზში დაახლოებით 450 ბიზნესობიექტი დაზიანდა, მათი ნახევარი კი გაძარცვეს. ასევე დაიწვა და დაზიანდა მანქანები, ველოსიპედები და ნაგვის ურნები.

მსგავსი