პარიზის მერი ან იდალგო პარიზის ცენტრში ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას გეგმავს
პარიზის მერი ან იდალგო პარიზის ცენტრში ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას გეგმავს

პარიზის მერი ან იდალგო პარიზის ცენტრში ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას გეგმავს.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ ქალაქის მერის ერთ-ერთ თანაგუნდელზე  დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრი, კერძოდ კი ლუვრისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია საფეხმავლო გახდება. აღნიშნულ რაიონში მხოლოდ ელექტროავტობუსები იმოძრავებს.

როგორც „ფრანს პრესი“ წერს აღნიშნული გეგმის განხორციელებას ან იდალგო იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ მას მერად კიდევ ერთი ვადით აირჩევენ.

პროექტის განხორციელებამდე, მოხდება მისი სიღრმისეული ანალიზი და გაიმართება კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

მანამდე ან იდალგოს სურს, გააფართოოს პროექტი „პარიზი სუნთქავს“, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთის დედალქაქის ზოგიერთი რაიონი საფეხმავლო ხდება ყოველი თვის პირველ კვირა დღეს.