პარიზის მერი - ღვთისმშობლის ტაძარში საშინელი ხანძარია
პარიზის მერი - ღვთისმშობლის ტაძარში საშინელი ხანძარია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საშინელი ხანძარია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საფრანგეთის დედაქალაქის მერი ან იდალგო წერს.

ჯერერობით უცნობია, რა გახდა ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი. თუმცა, როგორც „ბიბისი“ წერს, ხანძარი შესაძლო ტაძარში მიმდინარე სარსტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ და გზა გაუთავისუფლონ საგანგებო სამსახურების ტექნიკას.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.