პარიზის მერი ან იდალგო საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
პარიზის მერი ან იდალგო საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

პარიზის მერი ან იდალგო საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ იდალგომ ნორმანდიის ქალაქ რუანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი დროის სერიოზულობის გათვალისწინებით და ჩვენი ცხოვრებისთვის იმედის მისაცემად, მე გადავწყვიტე, ვიყო საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი“, – განაცხადა 62 წლის ან იდალგომ.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წელს არის დაგეგმილი.

იდალგო პირველი ქალი გახდა, რომელიც 2014 წელს საფრანგეთის დედაქალაქის მერობისთვის იყრიდა კენჭს.

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ კვლევების თანახმად, იდალგოს სერიოზული გამოწვევის წინაშე მცირე შანსები აქვს, თუ ის მემარცხენე ძალების გაერთიანებას ვერ შეძლებს.

დატოვე კომენტარი