მომავალ კვირას პარიზში „მასტერსის“ სერიის ტურნირის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რადგან საფრანგეთში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საყოველთაო კარანტინი შემოიღეს.
საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 30 ოქტომბერს. იტყობინებიან, რომ თუ ტურნირი ჩატარდება, ცალსახად ეს მაყურებლების გარეშე მოხდება.
ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის შემოღების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა. მას არ უხსენებია სპორტული ტურნირები, მაგრამ ცნობილია, რომ მასობრივი ღონისძიებები გაუქმებული იქნება.
პარიზის „მასტერსი“ 2 ნოემბერს უნდა დაიწყოს. ტურნირში მონაწილეობა დაადასტურა მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა, ამასთან, საფრანგეთის დედაქალაქში არ ჩადის რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი. სხვათა შორის, სერბი მოქმედი ჩემპიონია.