პარიზის „გრანდ სლემი“ - 100 კგ. მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ კაპიტანი აგრძელებს [ვიდეო]
წლის პირველი „გრანდ სლემის“ ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრებს მეოთხე მედლის მოპოვების შანსს კაპიტანი უნარჩუნებს.
ნოდარ მეტრეველის გუნდიდან დღეს ასპარეზობაში ხუთი ძიუდოისტი ჩაერთო, რომელთაგანაც მეოთხედფინალამდე მხოლოდ ლიპარტელიანმა მიაღწია. წონითი კატეგორიის პირველმა ნომერმა, მერვედფინალში ბულგრაელი დანიელ დიჩევი, საფინალო სირენამდე ორი წამით ადრე დააიპონა და კვარცხლბეკისკენ გზა განაგრძო. მეოთხედფინალში ლიპარტელიანის მეტოქე, გამოცდილი და მისთვის კარგად ნაცნობი ფრანგი, ალექსანდრ იდირი იქნება.
რაც შეეხება დღეს მოასპარეზე დანარჩენ ოთხ ქართველს, მათ მეოთხედფინალამდე ვერ გააღწიეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე პარიზის „გრანდ სლემზე“ უკვე სამი მედალი აქვს. ფინალში წააგო და ვერცხლს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.) და თეიმურაზ ნოზაძეს (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.