პარიზის „გრანდ სლემი“ + 100 კგ. ბუღაძე და ზაქარიაძე უმედლოდ დარჩნენ [ვიდეო]
15:59, 10.02.2019
პარიზში მიმდინარე „გრანდ სლემზე“ ნოდარ მეტრეველის გუნდიდან, მედლისთის ბრძოლას დღეს მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანი გააგრძელებს. რაც შეეხებათ მძიმეწონოსნებს, ისინი მერვედფინალში დამარცხდნენ.
ონისე ბუღაძემ იაპონელ კოკორო კაგეურასთანავასატეიპნით წააგო. შეხვედრის დაწყებიდან ორ წუთში, პარიზის „დიდი მუზარადის“ მოქმედმა ჩემპიონმა იაპონელმა, ბუღაძეს ვაზა-არი აუღო, რის შემდეგაც იქვე შებოჭა და მეოთხედფინალის საგზურიც თავად დაიტოვა.
აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან დამარცხდა გიორგი ზაქარიაძე. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ კოკაურთან დაპირისპირებაში, ზაქარიაძემ სამი შიდო მიიღო და ტურნირს ჰანსუკომაკეთი გამოეთიშა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ლიპარტელიანი (100 კგ.) აგრძელებს, რომელიც მერვედფინალში ბულგარელ დანიელ დიჩევს შეხვდება. ამავე წონაში 1/16 ფინალში ლაშა ტაველური დამარცხდა. რაც შეეხება კობა მჭედლიშვილს (81 კგ.) იგი ასპარეზობას საწყის რაუნდშივე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე პარიზის „გრანდ სლემზე“ უკვე სამი მედალი აქვს. ფინალში წააგო და ვერცხლს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.) და თეიმურაზ ნოზაძეს (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.