პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია

23:25, 15.04.2019

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი არსებულ რელიკვიებს არ შეხებია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტაძრის პრესსპიკერმა ანდრე ფინომ განუცხადა.

ტაძარში არსებულ რელიკვიებს შორის არის ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

ხანძარი ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

მსგავსი