პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე მცხოვრები ფუტკრები ხანძარს გადაურჩნენ
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე მცხოვრები ფუტკრები ხანძარს გადაურჩნენ

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე მცხოვრები ფუტკრები ხანძარს გადაურჩნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

სამი სკა ტაძარში 2013 წელს დადგეს პარიზში ფუტკრების პოპულაციის გაზრდის ინიციატივის ფარგლებში. სკები, რომლებშიც 200 ათასამდე ფუტკარი ცხოვრობს, ტაძრის სამხრეთ ნაწილშია განთავსებული.

როგორც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მეფუტკრემ, ნიკოლა ჟეანმა განაცხადა, ცეცხლი ტაძრის პატარა ბინადრებს არ შეხებია. მისი განმარტებით, მართალია ჰაერის მაღალი ტემპერატურა მათთვის რისკს წარმოადგენდა, თუმცა კვამლმა ისინი დაათრო.

„ნახშიროჟანგი მათ არ კლავს, არამედ ათრობს და თენთავს. ძალიან ვწუხვარ ნოტრ-დამის გამო, რომ ასეთი მშვენიერი ნაგებობა დაზიანდა. თუმცა რა შესანიშნავია, რომ ფუტკრები გადარჩნენ. ეს ნამდვილი სასწაულია“, – განაცხადა მეფუტკრემ.