პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ საფრანგეთში კანონი მიიღეს
საფრანგეთის პარლამენტმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით კანონი მიიღო. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში ტაძრის რესტავრაციის საბოლოო კანონპროექტზე შეთანხმდნენ.
დოკუმენტს მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი რვა წავიდა, 33-მა კანონმდებელმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. კანონპროექტში ძირითადად საუბარია ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხის გამოყოფასა და მისი მოხმარების წესებზე.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 2018 წლის 15 აპრილს გაჩნდა, რის შედეგადაც ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა.