პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის შედეგები კოსმოსიდანაც ჩანს [ფოტო]
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის შედეგები კოსმოსიდანაც ჩანს [ფოტო]

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის საშინელი შედეგები კოსმოსიდანაც ჩანს.

ფოტო 17 აპრილს გადაიღო „დიჯიტალ-გლობის“ თანამგზავრმა „ვორლდ-ვიუ-2“. კადრში კარგად ჩანს ის ზიანი, რაც 15 აპრილს გაჩენილმა ხანძარმა 850-წლის კათედრალს მიაყენა.

ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ტაძრის სახურავი, მაგრამ ნაგებობის ძირითადი სტრუქტურა ცეცხლს გადაურჩა.

„დიჯიტალ-გლობი“ კომპანია „მაქსარ-ტექნოლოჯის“ დანაყოფია და დედამიწის მაღალი რეზოლუციის ფოტოებს კოსმოსიდან თავის რამდენიმე თანამგზავრით იღებს. ამ თანამგზავრთა შორის არის „„ვორლდ-ვიუ-1“, „ვორლდ-ვიუ-2“, „ვორლდ-ვიუ-3“ და „გეო-აი-1“.

„ვორლდ-ვიუ-2“ 2009 წლის ოქტომბერში გაუშვეს. 2800-კილოგრამიანი თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე 770 კმ სიმაღლეზე მოძრაობს.