პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ პირველად ღვთისმსახურება ჩატარდება
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ პირველად ღვთისმსახურება ჩატარდება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ პირველად ღვთისმსახურება დღეს ჩატარდება. სპეციალური ქუდებით აღჭურვილი მლოცველთა მცირე ჯგუფები ტაძრის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მივა. სწორედ ამ დროს დაიწყება ღვთისმსახურება. გავრცელებული ინფორმაციით, მასში მონაწილეობას დაახლოებით 30 ადამიანი მიიღებს.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ ამით ამბობენ, რომ ტაძარში ხანძრის შემდეგაც გრძელდება ცხოვრება. გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრის რეკონსტრუქციისთვის ამ ეტაპზე დაპირებული შემოწირულობებიდან მხოლოდ 10 პროცენტია გადარიცხული.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. შედეგად, ტაძრის დიდი ნაწილი დაიწვა, თუმცა სტრუქტურული ნაწილი გადარჩა. სპეციალისტების განცხადებით, ტაძრის რეკონსტრუქცია შესაძლებელია, თუმცა ამას ბევრი წელი და დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება.