პარიზის გარეუბნის ქუჩებში მუსლიმებს ლოცვა აეკრძალებათ
პარიზის გარეუბნის ქუჩებში მუსლიმებს ლოცვა აეკრძალებათ

პარიზის გარეუბნის ქუჩებში მუსლიმებს ლოცვა აეკრძალებათ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში მუსლიმებს ქუჩებში მასობრივი ლოცვის უფლებას აღარ მისცემს.

ჟერარ კოლომბმა უკმაყოფილება გამოხატა, რომ ყოველი კვირის პარასკევს კლიშის კომუნაში მუსლიმები ქუჩაში ლოცულობენ.

მუსლიმები ქუჩაში მარტიდან მას შემდეგ ლოცულობენ, რაც, ქალაქის ახალი მერის გადაწყვეტილებით, სალოცავად დაქირავებული ოთახი მულტიმედიურ ბიბლიოთეკად გადაკეთდა. ოთახის ჩამორთმევის შემდეგ, ლოცვები შენობის გარეთ ტარდება, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

კლიშის მერი რემი მიუზო აცხადებს, რომ მუსლიმებისთვის ახალი სალოცავი ოთახი საჭირო არ არის, რადგან ქალაქის ჩრდილოეთით უკვე არსებობს კულტურული და სამლოცველო მუსლიმური ცენტრი.