პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში პოლიციის შენობას 40-მდე უცნობი პირი თავს დაესხა
პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში პოლიციის შენობას 40-მდე უცნობი პირი თავს დაესხა

პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში პოლიციის შენობას 40-მდე უცნობი პირი დაესხა თავს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პარიზის პოლიციის მიერ მიკრობლოგ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეტევისას არც ერთი პოლიციელი არ დაშავებულა.

თავდამსხმელები რკინის კეტებითა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით იყვნენ შეიარაღებულნი, მაგრამ მათ პოლიციის შენობაში შეღწევა ვერ მოახერხეს.

„როიტერი“ წერს, რომ თავდასხმის მიზეზი ჯერ უცნობია.