მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა პარიზის დიდი სლემის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ალჟირელ მეტოქეს პრაქტიკულად დაწყებამდე მოუგო.
მისასალმებელი ხელის ჩამორთმევის შემდეგ, გურამმა პირველივე შეტევა იპონით დააგვირგვინა და მოჰამედ ტაიეს მერვედფინალში ლევან მატიშვილთან მოგებისთვის სრულფასოვანი რევანში 10 წამში აუღო.
ნახევარფინალში თუშიშვილი იაპონელ კოკორო კეგუერას დაუპირისპირდება, რომელმაც მანამდე რუმინელ სიმიონესკუს და ჰოლანდიელ მაიერს მოუგო.