პარიზის დიდი სლემი +100 თუშიშვილი ნახევარფინალიდან მოხსნეს (ვიდეო)
ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი – გურამ თუშიშვილი იაპონელ – კოკორო კეგუერასთან დამარცხდა.
ნახევარფინალური შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებითში კი მაშინ, როდესაც თუშიშვილმა ქვეჭიდიდან ადგომა სცადა , მეტოქე უკნიდან მიეპარა. გურამმა თავის დაცვა შეძლო თუმცა მუხლი კეგუერას თავის არეში მოხვდა.
იაპონელმა მსაჯებთან აპელირება დაიწყო, რამაც საბოლოოდ შედეგიც გამოიღო და ქართველ ძიუდოისტის ქმედება არასპორტულ საქციელად მიიჩნიეს, რასაც საბოლოოდ ჰანსოკუმაკე მოჰყვა.
ჰანსოკუმაკე ტურნირიდან მოხსნას ნიშნავს, ანუ თუ გადაწყვეტილება არ შეიცვალა გურამ თუშაშვილი ვერც ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
შეგახსნებთ, რომ გუშინდელ -60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში იმავე სასჯელით ამირან პაპინაშვილიც დაისაჯა.