პარიზი-თბილისის სპეცრეისით ხვალ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან
პარიზი-თბილისის სპეცრეისით ხვალ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

ბოლო მონაცემებით, საელჩობმა სხვადასხვა ქვეყანში დახმარება აღმოუჩინეს 6 054 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით დაბრუნდა 6 057 მოქალაქე, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, გუშინ შესრულდა ამსტერდამი-თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 184 მოქალაქე, მათ შორის ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იაპონიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, მალტიდან, ტაილანდიდან და ნორვეგიიდან. მგზავრთა შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რამდენიმე ჩვილი, სხვადასხვა ქრონიკული და განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ხვალ შესრულდება პარიზი-თბილისის რეისი.

„საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებული და ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, დღევანდელი დღის, ანუ 15 აპრილის მონაცემებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით საქართველოში 6 057 ადამიანი დაბრუნდა. ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 6 054 მოქალაქეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.