პარიზი კრიშტიანუ რონალდუს სუპერკონტრაქტს სთავაზობს
პარიზი კრიშტიანუ რონალდუს სუპერკონტრაქტს სთავაზობს

პარი სენ-ჟერმენმა” მადრიდის “რეალის” ფორვარდისთვის კრიშტიანუ რონალდუსთვის სუპერკონტრაქტი მოამზადა.

ესპანური გაზეთის AS-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონი აპირებს, სეზონში 45 მილიონი ევრო გადაუხადოს პორტუგალიელ ვარსკვლავს. შეგახსენებთ, “ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, რონალდუმ “რეალიდან” წასვლა არ გამორიცხა.

ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც ფრანგები სიფრთხილეს იჩენენ არის ის, რომ კრიშტიანუს გაყიდვის შემთხვევაში, მადრიდულ კლუბს უფრო იოლად შეეძლება “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის, ნეიმარის ხელში ჩაგდება. პარიზელებს კი ბრაზილიელ სუპერვარსკვლავთან გამოთხოვება არ სურთ.