პარიზი-ბათუმის რეისით საქართველოს 182 მოქალაქე დაბრუნდა

23:03, 16.04.2020

„ჯორჯიან ეარვეისმა“ პარიზიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეისი შეასრულა. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარიზი-ბათუმის რეისით საქართველოს 182 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში.

საფრანგეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო ზონაში განთავსდებიან.

მსგავსი