პარიზი 2024 - ყველაფერი საფეხბურთო ტურნირის შესახებ #1TVSPORT
პარიზი 2024 - ყველაფერი საფეხბურთო ტურნირის შესახებ #1TVSPORT

ევრო 2024-სა და კოპა ამერიკის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირი იწყება ფეხბურთში, რომელიც პარიზის ოლიმპიადის რანგში ჩატარდება.

ზაფხულის თამაშების საფეხბურთო ტურნირი 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ნაკრები მიიღებს. აქედან 15-მა კვალიფიკაცია გაიარა და მათ მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები დაემატა.

თითოეული გუნდის განაცხადში, მინიმუმ, 15 ფეხბურთელი უნდა იყოს, რომლებიც 2001 წლის 1 იანვრის შემდეგ არიან დაბადებულნი. შემადგენლობაში 23 წელს გადაცილებული მხოლოდ სამი ფეხბურთელის დამატებაა შესაძლებელი.

პლეი ოფში გავა თითო ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები. შემდეგ იქნება პლეი ოფი – მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი.

 

მთავარი ფავორიტები

ბოლო ორი ოლიმპიადა ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო, მაგრამ ახლა ეს გუნდი ვერ მოხვდა პარიზში. მის არყოფნაში მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან საფრანგეთი, ესპანეთი და არგენტინა.

 

მთავარი ვარსკვლავები

იმის გამო, რომ ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირის წესები საშუალებას აძლევს ყველა ნაკრებს, დაიმატოს სამი ფეხბურთელი 23 წელს ზემოთ, მინდორზე რამდენიმე დიდ ვარსკვლავს ვიხილავთ. თუმცა ტურნირზე ბევრი ამომავალი ვარსკვლავიც იქნება.

ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის მთავარი ვარსკვლავები არიან:

საფრანგეთი: მაიკლ ოლისე (ბაიერნი), ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი), ალექსანდერ ლაკაზეტი, რაიან შერკი (ორივე – ლიონი);

გვინეა: ნაბი კეიტა (ვერდერი);

არგენტინა: ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ხერონიმო რული (აიაქსი), ტიაგო ალმადა (ატლანტა იუნაიტედი);

ესპანეთი: ფერმინ ლოპესი, პაუ კუბარსი, ერიკ გარსია (ყველა – ბარსელონა), ალექს ბაენა (ვილიარეალი);

ეგვიპტე: მოჰამედ ელნენი (უკლუბოდ);

მაროკო: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ).

 

მწვრთნელები

წარსულში სამი ცნობილი ფეხბურთელი იმუშავებს ოლიმპიადაზე მწვრთნელის რანგში. საფრანგეთის ნაკრებს სათავეში უდგას ლეგენდარული ტიერი ანრი, რომელიც 2023 წლიდან წვრთნის ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებს და ახლა ამ პოსტს უთავსებს U23-ის გუნდის მწვრთნელობას.

არგენტინის ნაკრებს ოლიმპიადაზე ხელმძღვანელობს ხავიერ მასკერანო – „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (2004, 2008), ხოლო დომინიკელთა რესპუბლიკას ავარჯიშებს „ბილბაოს“ ყოფილი გარემარბი იბაი გომესი.

 

ჯგუფური ეტაპი

B ჯგუფი. I ტური. 24.07.2024. 17:00 არგენტინა-მაროკო

C ჯგუფი. I ტური. 24.07.2024. 17:00 უზბეკეთი-ესპანეთი

A ჯგუფი. I ტური. 24.07.2024. 19:00 გვინეა-ახალი ზელანდია

C ჯგუფი. I ტური. 24.07.2024. 19:00 ეგვიპტე-დომინიკა

D ჯგუფი. I ტური. 24.07.2024. 21:00 იაპონია-პარაგვაი

B ჯგუფი . I ტური. 24.07.2024. 21:00 ერაყი-უკრაინა

D ჯგუფი. I ტური. 24.07.2024. 23:00 მალი-ისრაელი

A ჯგუფი. I ტური. 24.07.2024. 23:00 საფრანგეთი-აშშ

B ჯგუფი. II ტური. 27.07.2024. 17:00 არგენტინა-ერაყი

C ჯგუფი. II ტური. 27.07.2024. 17:00 დომინიკა-ესპანეთი

B ჯგუფი. II ტური. 27.07.2024. 19:00 უკრაინა-მაროკო

C ჯგუფი. II ტური. 27.07.2024. 19:00 უზბეკეთი-ეგვიპტე

D ჯგუფი. II ტური. 27.07.2024. 21:00 ისრაელი-პარაგვაი

A ჯგუფი. II ტური. 27.07.2024. 21:00 ახალი ზელანდია-აშშ

D ჯგუფი. II ტური. 27.07.2024. 23:00 იაპონია-მალი

A ჯგუფი. II ტური. 27.07.2024. 23:00 საფრანგეთი-გვინეა

C ჯგუფი. III ტური. 30.07.2024. 17:00 ესპანეთი-ეგვიპტე

C ჯგუფი. III ტური. 30.07.2024. 17:00 დომინიკა-უზბეკეთი

B ჯგუფი. III ტური. 30.07.2024. 19:00 უკრაინა-არგენტინა

B ჯგუფი. III ტური. 30.07.2024. 19:00 მაროკო-ერაყი

A ჯგუფი. III ტური. 30.07.2024. 21:00 აშშ-გვინეა

A ჯგუფი. III ტური. 30.07.2024. 21:00 ახალი ზელანდია-საფრანგეთი

D ჯგუფი. III ტური. 30.07.2024. 23:00 პარაგვაი-მალი

D ჯგუფი. III ტური. 30.07.2024. 23:00 ისრაელი-იაპონია

 

პლეი ოფი

1/4-ფინალი (1). 02.08.2024. 17:00 1B – 2A

1/4-ფინალი (2). 02.08.2024. 19:00 1D – 2C

1/4-ფინალი (3). 02.08.2024. 21:00 1C – 2D

1/4-ფინალი (4). 02.08.2024. 23:00 1A – 2B

1/2-ფინალი. 05.08.2024. 20:00 (1) – (2)

1/2-ფინალი. 05.08.2024. 23:00 (3) – (4)

მე-3 ადგილისთვის. 08.08.2024. 19:00

ფინალი. 09.08.2024. 20:00