პარიზი 2024 - ბრეიკ-დანსი, სრული გენდერული თანასწრობა, ათით ნაკლები ჩემპიონი და ოთხი წონით შემცირებული ძალოსნობა
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. მაგალითად, დაამტკიცეს პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშების პროგრამა.
როგორც ვარაუდობდნენ, საფრანგეთის დედაქალაქში პირველად გათამაშდება მედლები ბრეიკ-დანსში. ასევე შეინარჩუნებენ ადგილს პროგრამაში – სერფინგი, სკეიტბორდინგი და მეკლდეურობა, რომლებსაც დებიუტი ტოკიოში ექნებათ.
მაგრამ სპორტის ახალი სახეობების გამოჩენა არ გამოიწვევს საშეჯიბრო პროგრამის გაზრდას. პირიქით, ის შემცირდება: გასათამაშებელი მედლების კომპლექტთა რიცხი შემცირდება 339-დან 329-მდე. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ასევე ოლიმპიადის მონაწილეთა რიცხვი 10 500-მდე შეამცირა. ეს 600 სპორტსმენით ნაკლებია, ვიდრე ტოკიოს ოლიმპიადაზეა მოსალოდნელი.
პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, მიღწეული იქნება გენდერული თანასწორობა. ამას ხელს შეუწყობს შერეული შეჯიბრებების რიცხვის გაზრდა – 18-დან 22-მდე.
მონაწილეთა რიცხვისა და გასათამაშებელი მედლების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არ შეიტანა ოლიმპიურ პროგრამაში ახალი დისციპლინები. სოკ-მა 28 საერთაშორისო ფედერაციისგან 41 წინადადება მიიღო, მაგრამ სპეციალურმა კომისიამ არც ერთი არ მოიწონა.
ნაწილობრივ, თამაშების პროგრამა შემცირდა ძალოსნობის ხარჯზე, რომლის ადგილიც ოლიმპიურ ოჯახში კორუპციული სკანდალის შემდეგ დღემდე კითხვის ქვეშ დგას. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ პარიზში სპორტის ამ სახეობაში გათამაშდება არა 14, არამედ, მედლების 10 კომპლექტი. უფრო ზუსტად, ძალოსნებს არ ექნებათ შესაძლებლობა მედლები გაითამაშონ ოთხ წონით კატეგორიაში.
ამასთან, სპორტის ზოგიერთ სახეობაში ერთ დისციპლინას მეორე ჩაანაცვლებს. მაგალითად, მძლეოსნობაში უარი თქვეს 50 კილომეტრი სპორტულ სიარულზე. ამ სახეობაში მხოლოდ მამაკაცები გამოდიოდნენ, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მისწრაფებას გენდერული თანასწორობის შესახებ. მის ადგილს დაიკავებს შეჯიბრი შერეული გუნდების მონაწილეობით. ასევე კრივში ქალთა ერთი წონითი კატეგორია შეცვლის მამაკაცთა ერთ წონას. სასტენდო სროლაში მამაკაცთა გუნდურ ტრაპს შეცვლის შერეული გუნდების შეჯიბრი.