„პარი სენ-ჟერმენმა“ ოსიმჰენის ან გონსალო რამოსის შეძენა ჩაიფიქრა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ ოსიმჰენის ან გონსალო რამოსის შეძენა ჩაიფიქრა #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერს, „პარი სენ-ჟერმენს“ განზრახული აქვს „ნაპოლის“ ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმჰენის შეძენა.

როგორც გამოცემა Get French Football News-ი გაზეთ L’Equipe-ზე დაყრდნობით წერს, ნიგერიელი ფორვარდი შედის პარიზული კლუბის შორთლისტში, რომელიც გუნდის შეტევის გასაძლიერებლად არის შედგენილი. პარიზელთა წარმომადგენელებმა რამდენიმე დღის წინ ნეაპოლში შეხვედრა გამართეს ოსიმჰენის აგენტთან.

მიმდინარე სეზონში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირმა 22 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

აღნიშნულ სიაში კიდევ ერთი ფეხბურთელია – „ბენფიკას“ ფორვარდი გონსალო რამოსი, რომელმაც პორტუგალიის ჩემპიონატის 19 მატჩში 15 გოლი გაიტანა.