19 წლის მეკარე რენატო მარინი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. კლუბმა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
იტალიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრთან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ხელშეკრულება 2030 წლამდე გააფორმა.
გასულ სეზონში მარინმა „რომას“ 19-წლამდელთა გუნდში 11 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა, ხოლო იტალიის ახალგაზრდული ნაკრების რიგებში მან კარიერაში ექვსჯერ ითამაშა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, რენატო მარინის საბაზრო ღირებულება ამ ეტაპზე 500 ათასი ევროა.