„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი - ჩვენს შესაძლებლობებს ბევრი ეჭვქვეშ აყენებდა, მაგრამ ფეხბურთელების და პერსონალის გვჯეროდა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების შესახებ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
„ნამდვილად ისტორიული მომენტია და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დარჩება. უზომოდ ვამაყობ ჩვენი გუნდით. ბევრი სკეპტიკურად გვიყურებდა და ჩვენს შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებდა, მაგრამ ფეხბურთელების და პერსონალის გვჯეროდა. ლუის ენრიკე გამორჩეული ადამიანი და მსოფლიოში ნომერ პირველი სპეციალისტია, რომელმაც ფანტასტიკური რამ შეძლო.
პირველი ტაიმის დასრულებისთანავე ბიჭებს ვუთხარი, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით. გარწმუნებთ, მოგების მოლოდინი თამაშის დაწყებამდეც მქონდა, რადგან კარგად ვიცნობ ჩემს მოთამაშეებს და ეს მათ მზერაში ამოვიკითხე. ეს წარმატება არა მარტო პსჟ-ის, არამედ თითოეული იმ გულშემატკივრისაა, ვისაც ლამაზი ფეხბურთი იზიდავს.
აქვე მინდა, აღვნიშნო „არსენალი“, რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა, ეს შესანიშნავი გუნდია და მათ დიდ პატივს ვცემ“, – ამბობს ნასერ ალ ხელაიფი.